12 თებ 2026
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ხორვატიის პირველმა ლედიმ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, სანია მუსიჩ მილანოვიჩმა საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე — „ჯანმრთელობა თანამედროვე ეპოქაში – ერთად ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის“.
ლექციის ფარგლებში სანია მუსიჩ მილანოვიჩმა ისაუბრა თანამედროვე ეპოქის ჯანმრთელობის გამოწვევებზე, არაგადამდები დაავადებების პრევენციის მნიშვნელობაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის აუცილებლობასა და სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის როლზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.