12 თებ 2026
ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 თებერვლის 00:00 საათიდან 14 თებერვლის 00:00 საათამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ნადიმ ნიჟარაძის ქუჩაზე, ავტობანის ხიდიდან მაიაკოვსკის ქუჩამდე მონაკვეთში.
მათივე ცნობით, სამუშაოები ითვალისწინებს გზის სავალი ნაწილის განახლებას.
შეზღუდვის პერიოდში №2 და №2ა მუნიციპალური ავტობუსები თაბუკაშვილისა და ნიჟარაძის ქუჩების კვეთაში დაასრულებს მოძრაობას.
გთხოვთ, გადაადგილების დაგეგმვისას გაითვალისწინოთ აღნიშნული ცვლილებები.