12 თებ 2026
ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე, მათ შორის სოციალური დაცვისა და შრომითი უფლებების გაძლიერებაზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაფართოებაზე და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თავის გამოსვლაში.
ირაკლი სასანიას ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია ჟენევაში იმყოფება.
საქართველო „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის შესრულების ანგარიშის განხილვაში მონაწილეობს.
მხარეები კომიტეტის წევრებს ინფორმაციას ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების, მიღწეული პროგრესისა და არსებული გამოწვევების შესახებ აწვდიან.