12 თებ 2026
ევროკავშირის გადაწყვეტილებას ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ განხილვის საგანია პოლიტიკურ სპექტრში.
საპარლამენტო ოპოზიცია გადაწყვეტილებას ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელ ფაქტორად აფასებს, მმართველ გუნდში კი საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლად მიიჩნევენ. ევროკავშირმა გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ადრე მიღებული ახალი მექანიზმის ფარგლებში.
წინადადებას მხარი არ დაუჭირეს უნგრეთმა და სლოვაკეთმა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებაზე ამას გავლენა არ მოუხდენია. გადაწყვეტილება მარტის დასაწყისიდან ამოქმედდება.