12 თებ 2026
6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აიკრძალება. ქვეყნის პრემიერმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ კანონპროექტი უკვე წარადგინეს პარლამენტში.
გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ იმით ახსნა, რომ საქართველოში 2 მილიონზე მეტი მანქანაა რეგისტრირებული, რაც მისივე თქმით, ერთი მხრივ, საგზაო მოძრაობის გადატვირთვას და მეორე მხრივ, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას უწყობს ხელს.