12 თებ 2026
საქართველოს ნაკრების წევრის, სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ Nენბიეი-ში „დეტროიტ პისტონსს“ უმასპინძლა და 95:113 დამარცხდა. სტუმართა გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა კეიდ კანინგემმა, რომელმაც 11-დან 6 სამქულიანი ჩააგდო და მატჩი 28 ქულით დაასრულა.
სანდრო მამუკელაშვილის სტატისტიკა ასეთი იყო: 20 წუთი, 7 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი.
„ტორონტოს 32 მოგება, 23 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა. მომდევნო მატჩს 20 თებერვალს ჩიკაგოში გამართავს.