12 თებ 2026
გიორგი კვერნაძემ იტალიის სერია ბე-ში მორიგი გოლი გაიტანა. გიორგიმ მეტოქის კარი მე-16 წუთზე დალაშქრა, რის შედეგადაც ანგარიში გაიხსნა. ის 85-ე წუთზე შეცვალეს. სტუმრებმა შემდეგ კიდევ ორჯერ გაიტანეს, რასაც „აველინომ“ ბოლოსკენ პრესტიჟის გოლით უპასუხა.
გიორგი კვერნაძეს სერია Bბე-ს მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი და სამჯერ საგოლე პასიც შეასრულა. ერთი გოლი მან იტალიის თასზეც გაიტანა.
„ფროზინონე“ სერია B-ში 24 ტურის შემდეგ 49 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 15 თებერვალს, „სპეციას“ ესტუმრება.