დღეს ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვევა

12 თებ 2026

დღეს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში საქართველოს 21:00 საათზე ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონის წილისყრა გაიმართება და გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვევა.

წინა გათამაშების რეიტინგის გათვალისწინებით, საქართველოს ნაკრები B ლიგის მესამე კალათაში მოხვდა. 

პირველი კალათაში არიან: შოტლანდია, უნგრეთი, ისრაელი, პოლონეთი; მეორე კალათა: შვეიცარია, უკრაინა, ბოსნია, ავსტრია; მესამე კალათა: საქართველო, რუმინეთი, ირლანდია, სლოვენია; მეოთხე კალათა: შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, კოსოვო, ჩრდილოეთ ირლანდია. 

ჯგუფების გამარჯვებულები, რომლებიც 2028 წლის ევროპის ჩემპიონატზე კლასიკური შესარჩევი ციკლიდან ვერ მოხვდებიან, შანსს პლეი ოფში თამაშით მიიღებენ.