ნატო არქტიკაში სამხედრო მისიას იწყებს

12 თებ 2026

ნატომ არქტიკაში თავისი სამხედრო კონტიგენტის  გასაძლიერებლად  მისია დაიწყო, რაც ალიანსში არსებული მწვავე დაძაბულობის განმუხტვის მცდელობის ნაწილია, რომელიც თავის მხრივ   აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის აშშ-ს მიერ შეძენის სურვილმა გამოიწვია.

გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ახალი მისია, სახელწოდებით არქტიკის გუშაგი, კოორდინაციას გაუწევს ნატოს მოკავშირეების მზარდ სამხედრო ყოფნას რეგიონში, მათ შორის ისეთ წვრთნებს, როგორიცაა დანიის „არქტიკული სიმტკიცე“ გრენლანდიაში.

ნატომ მისიის დაგეგმვა დაიწყო მას შემდეგ, რაც ტრამპმა და რუტემ მოლაპარაკებები გამართეს დავოსში გასულ თვეში, გრენლანდიის კრიზისის პიკზე, რაც გამოწვეული იყო ტრამპის დაჟინებული მოთხოვნით, რომ აშშ-ს უნდა ეკუთვნოდეს ტერიტორია, რომელიც ნატოს მოკავშირე დანიის ნაწილია.

რუტე და ტრამპი შეთანხმდნენ, რომ ნატო უფრო დიდ როლს შეასრულებს არქტიკის დაცვაში, ხოლო დანია, აშშ და გრენლანდია გრენლანდიასთან დაკავშირებულ შემდგომ დისკუსიებს გამართავენ.