ნეთანიაჰუ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ შეუერთდა

12 თებ 2026

ისრაელი შეუერთდება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ ინიციატივას, განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში ვიზიტის დროს, სადაც ის შეხვდა ტრამპს და სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს. რუბიოსთან შეხვედრის შემდეგ, ნეთანიაჰუმ იქს-ზე დაწერა, რომ ხელი მოაწერა ისრაელის „მშვიდობის საბჭოში“  გაწევრიანებას.

ნეთანიაჰუ ვაშინგტონში  ტრამპთან ირანის საკითხის განსახილველად ჩავიდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, თუმცა აღნიშნა, რომ კონკრეტული შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.