ჰელსინკის კომისიის სხდომა

12 თებ 2026

დემოკრატიული უკუსვლა და ამ გზაზე დემოკრატიული ძალების მხარდაჭერის საჭიროება, რეგიონული დინამიკა, აშშ-ის გაძლიერებული როლი სამხრეთ კავკასიაში და „ტრამპის მარშრუტს“ მიღმა დარჩენილი საქართველო - ამ საკითხებზე ისაუბრეს გუშინ „ჰელსინკის კომისიაში“.

აშშ-ის „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიაში“ გაიმართა ექსპერტთა ბრიფინგი თემაზე - „ქართული ოცნების“ მიერ „განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობის“ შესახებ. მომხსენებლები იყვნენ: ლორა თორნტონი, ოლესია ვართანიანი და კლერ კაისერი.

”საქართველოში ყოველ კვირას იღებენ ახალ კანონებს, რომლებიც არღვევს ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებსა და კონსტიტუციას, განსაკუთრებით გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას”, - ამის შესახებ „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა ჰელსინკის კომისიაში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

ისი თქმით, კანონები აუცილებლად შეზღუდავს დაფინანსების ნაკადს საქართველოში, მაგრამ დონორებმა იპოვეს კრეატიული, თუმცა სარისკო გზები.