2026 წლის ოლიმპიადაზე დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა იასპარეზა - სპორტულ ცეკვაში წყვილმა მეცამეტე ადგილი დაიკავა

12 თებ 2026

მილანში 2026 წლის ოლიმპიადაზე დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა იასპარეზა. თავისუფალ ცეკვაში მათ მსაჯებისგან 118.87 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში კი 196.02 ქულა დააგროვეს და ოლიმპიადა მეცამეტე ადგილზე დაასრულეს, რაც ოლიმპიადებზე სპორტული ცეკვების კატეგორიაში საქართველოს მიერ დაფიქსირებული საუკეთესო შედეგია. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მანამდე წყვილმა რიტმულ ცეკვაში 77,15 ქულა მოაგროვა. 13 თებერვალს თავისუფალი პროგრამით ყინულზე უკვე ნიკა ეგაძეს ვიხილავთ. ქართველმა ფიგურულმა მოციგურავემ მოკლე პროგრამაში 85,11 ქულა დაიმსახურა და მე-15 ადგილზე იმყოფება.

სპორტული ცეკვების კატეგორიაში ოლიმპიური ოქრო ფრანგმა წყვილმა მოიპოვა, ვერცხლი აშშ-ს, ბრინჯაო კი კანადას ერგოთ.

დიანასა და გლების ასპარეზობას საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და კომიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფიგურული ციგურაობის ნაკრებმა საქართველოს ისტორიაში პირველად გუნდური ტურნირის ფინალში იასპარეზა და მეოთხე ადგილი დაიკავა.

ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.