ნიკა გვარამია პატიმრობიდან გათავისუფლდა

12 თებ 2026

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია პატიმრობიდან გათავისუფლდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ დღეს, 12 თებერვალს დატოვა.

მას ციხესთან თანაგუნდელები დახვდნენ.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8 თვით თავისუფლების აღკვეთა 2025 წლის 1-ელ ივლისს შეეფარდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.