11 თებ 2026
ქალები ბიოტექნოლოგიებში: მეცნიერება და ინოვაცია“ – ამ თემაზე ღონისძიება საქართველოს პარლამენტში გაიმართა.
შეხვედრამ გააერთიანა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აკადემიური წრისა და სამეცნიერო ინსტიტუტების ლიდერი ქალი მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები და დარგის სპეციალისტები.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია თემაზე – „ბიოტექნოლოგიები საქართველოში – სად ვართ დღეს? ქალთა გამოცდილება ბიოტექნოლოგიებში“, სადაც იმსჯელეს დარგის განვითარების მიმდინარე მდგომარეობაზე, არსებულ სამეცნიერო პოტენციალსა და მეცნიერებაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე.