პოლონეთის პოლიციამ საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა

11 თებ 2026, 14:25

0
გაზიარება:

პოლონეთის პოლიციამ, კონტრტერორისტულ სამსახურთან თანამშრომლობით, საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს იყო ლიეტუვის სასამართლო სისტემის მიერ ინიცირებული მასშტაბური ოპერაცია, რომელმაც მის ქვეყანაში ძებნილი ერთ-ერთი ქართველის დაკავების ორდერი გასცა.

გავრცელებული ინფორმაციით, მათი პოლონეთიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ.