ჰელსინკის კომისიის სხდომა

11 თებ 2026

„ქართული ოცნების“ მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ - ამ საკითხზე აშშ-ის ჰელსინკის კომისია რამდენიმე საათში ბრიფინგს გამართავს,  ამის შესახებ ინფორმაციას თავად  კომისია ავრცელებს.

„ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა დამოუკიდებლობის შემდეგ ადამიანი უფლებების ყველაზე მძიმე კრიზისში გადაუშვა. მათ 20-ზე მეტი ახალი კანონი მიიღეს, რომლებიც სახელმწიფოს ძალაუფლებას აფართოებენ განსხვავებული აზრის ჩასახშობად და სასამართლოსთვის დამოუკიდებლობის წასართმევად. რეპრესიებმა თანაბრად მოიცვა სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტები და პოლიტიკური ოპოზიცია.“, - ნათქვამია განცხადებაში.

ქართული ოცნების წევრების განცხადებით ჰელსინკის კომისია არის არაობიექტური, მისი განცხადებები კი ტყუილებით სავსე. ოპოზიციის თქმით, ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას თავის სახელს დაარქმევს, კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ ქართულმა ოცნებამ ქვეყანა ევროპული კურსს ჩამოაშორა და ჯერათ, რომ ამ ყველაფერზე კომისია ობიექტურად ისაუბრებს.