ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კანადაში მასობრივი სროლით გამოწვეული ტრაგედიის გამო, ჩვენი ფიქრები მიმართულია დაშავებულებისა და ყველა კანადელისკენ, რომლებიც ამ მძიმე ტრაგედიას გლოვობენ - პრემიერი

11 თებ 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე კანადაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კანადაში მასობრივი სროლით გამოწვეული  ტრაგედიის გამო. ჩვენი ფიქრები მიმართულია დაშავებულებისა და ყველა კანადელისკენ, რომლებიც ამ მძიმე ტრაგედიას გლოვობენ“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.