ბათუმელი მოჭადრაკეების წარმატება ეგვიპტეში

11 თებ 2026

წარმატებით იასპარეზეს ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ წევრებმა ეგვიპტეში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე „ხურგადა ოუფენ 2026“-ზე. შეჯიბრება ბლიცში გაიმართა. მარიამ კალანდაძემ ვაჟთა შორის მეოთხე ადგილი დაიკავა და 94 სარეიტინგო ქულა მოიპოვა. მანვე იასპარეზა ქალთა შორისაც და ჩემპიონი გახდა.

ანეტა ქედელიძემ ქალთა შორის პირველი ადგილი დაიკავა, რითაც 56 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. 16,8 სარეიტინგო მოიპოვა ანდრია ანთაძემ. სარეიტინგო ქულები მოიპოვეს თებგიზ დიდმანიძემ და გიორგი ჭანტურიამ.

ტურნირში 16 ქვეყნის 150 მოჭადრაკე მონაწილეობდა. მათ შორის საერთაშორისო კლასის ოსტატები.