11 თებ 2026
აჭარაში დაფუძნდა ტაილანდური კრივის ფედერაცია, რომლის პრეზიდენტად კონტაქტურ კარატეში ევროპის ორგზის ჩემპიონი დავით მსხალაძე აირჩიეს. პირველი ტურნირი რომელშიც ბათუმელი მებრძოლები მიიღებენ მონაწილეობას, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი იქნება.
აჭარის ნაკრების ღირსებას ევროპის მოქმედი ჩემპიონ-პრიზიორები დათა ფუტკარაძე, მინდია მგელაძე, ლაშა შანთაძე, გიორგი ძნელაძე და მალხაზ ქაჯაია დაიცავენ. ტაილანდურ კრივში აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლევან ცინცაძის თქმით, სპორტის ამ სახეობაში პირველ ნაბიჯებს დგამენ, თუმცა საკუთარი მოსწავლეების წარმატებაში დარწმუნებულია.
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს ტაილანდურ კრივში თბილისი 13-15 თებერვალს უმასპინძლებს.