ზამთრის ოლიმპიადა  

11 თებ 2026

ნიკა ეგაძე ოლიმპიადაზე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებს მილანის 2026 წლის ოლიმპიადის მეხუთე დღეს ფიგურული ციგურაობის ინდივიდუალურ ასპარეზობაში, მამაკაცთა კატეგორიაში, მაყურებლების წინაშე ნიკა ეგაძე წარდგა.

ქართველმა სპორტსმენმა 85,11 ქულა დააგროვა და ამ ეტაპზე მე-15 ადგილზე იმყოფება. ნიკა ეგაძე თავისუფალ პროგრამაში 13 თებერვალს იასპარეზებს.

დღეს კი ყინულზე თავისუფალ ცეკვებში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილს ვიხილავთ. ფიგურული ციგურაობის ნაკრებმა საქართველოს ისტორიაში პირველად გუნდური ტურნირის ფინალში იასპარეზა და მეოთხე ადგილი დაიკავა. ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება.

ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.