11 თებ 2026
პარლამენტში მოქმედი ფასების შემსწავლელი დროებითი კომისია დღეიდან მუშაობას იწყებს. კომისია დღეს სხდომაზე საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებს ელოდება.
საუბარია ხორცის, რძის პროდუქტებისა და კვერცხის მწარმოებელ კომპანიებზე.
კომისიაში იმედოვნებენ, რომ, ღია დისკუსიის შედეგად, ყველა მხარისთვის მისაღებ გადაწყვეტილებამდე მისვლა მოხერხდება.
ცნობილია, რომ საგამოძიებო კომისია ორი თვის განმავლობაში იმუშავებს, პროცესებში ერთვება საპარლამენტო ოპოზიციაც.