10 თებ 2026
ხულოში მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა გრძედლება. მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროგრამით უკვე ატას 300-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა, მოქალაქეთა მიმართვიანობა ისევ მაღალია. მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი წელს 630 ათასი ლარია.
უწყების ინფორმაცით, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის გაძლიერებისთვის წელს 19 მიზნობრივი პროგრამა ხორციელდება.
აღნიშნული პროგრამების დაფინანსებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 4 მილიონ 350 ათას ლარზე მეტია გათვალისწინებული.