დაკავება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე

10 თებ 2026

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. ისინი სამართალდამცველებმა სასაზღვრო სექტორ „ვალესა" და „კარწახის“ დასაცავ მონაკვეთებზე აიყვანეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთიდან  საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

დაკავებულების მიმართ გატარდა საემიგრაციო პროცედურები და ქვეყნიდან გააძევეს.