10 თებ 2026
ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვა ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ოფიციალური თბილისის მზაობა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს და აღდგეს ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა.
პრემიერ-მინისტრმა დღეს რამდენიმე საკითხზე უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს, მათ შორის ერთ-ერთი სატელევიზიო დებატებს ეხებოდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მთავარი მიზანია ჯანსაღი დისკუსიით დეპოლარიზაციის ხელშეწყობა, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრში.