10 თებ 2026
პარიზში ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში ქვევრის ღვინის მწარმოებელი 9 მარანი მონაწილეობდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „RAW Wine” ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან.
წელს გამოფენაში 16 ქვეყნის 200-მდე ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა.
გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.