ბოლოდროინდელი გზავნილები, რაც ისმის ამერიკული მხრიდან, განგვაწყობს ოპტიმისტურად, ჩვენი სურვილია, აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა - პრემიერი

10 თებ 2026

ბოლოდროინდელი გზავნილები, რაც ისმის ამერიკული მხრიდან, განგვაწყობს ჩვენ ოპტიმისტურად,- განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მხრიდან სრული ღიაობა არის გამოხატული ურთიერთობების გადატვირთვასთან და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით.

„არსებითად არის ეს დამოკიდებული ამერიკულ მხარეზე. ჩვენი მხრიდან ხელი არის გაწვდილი. ჩვენი სრული ღიაობა არის გამოხატული ურთიერთობების გადატვირთვასთან და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ეს ბოლოდროინდელი გზავნილები, რაც ისმის ამერიკული მხრიდან, განგვაწყობს ჩვენ ოპტიმისტურად და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენი სურვილია, აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა. დაველოდებით ამერიკული მხარის ნაბიჯებს ამ მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.