10 თებ 2026
მილანის 2026 წლის ოლიმპიადაზე მეოთხე საშეჯიბრო დღეს ფიგურულ ციგურაობაში ინდივიდუალური ასპარეზობები დაიწყო. საქართველოს ნაკრებიდან პირველმა დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა იასპარეზა. მათ რიტმულ ცეკვაში 77.15 ქულა მოაგროვეს, რაც მეცამეტე შედეგი იყო და თავისუფალ ცეკვაში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.
დიანასა და გლების ასპარეზობას საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და კომიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დიანა და გლები თავისუფალ ცეკვაში 11 თებერვალს იასპარეზებენ. დღეს კი ყინულზე მოკლე პროგრამით ნიკა ეგაძე გამოვა. ფიგურული ციგურაობის ნაკრებმა საქართველოს ისტორიაში პირველად გუნდური ტურნირის ფინალში იასპარეზა და მეოთხე ადგილი დაიკავა. ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება.
ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.