23 სექტემბერს აქცია -მსვლელობას გაიმართება

20 სექ 2025

ყოველდღიური პროტესტის ფარგლებში აქციის მონაწილეები 23 სექტემბერს აქცია მსვლელობას გეგმავენ. ისინი დღეს პარლამენტთან შეიკრიბნენ და დააანონსეს, რომ მსვლელობას 300 არაგველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყებენ.

მათი განმარტებით აქციების დაწყებიდან 300 დღის შემდეგაც, მოთხოვნები უცვლელია  და კვლავ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნას ითხოვენ. მათ ბრიფინგზე ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს.