მსოფლიო კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო რეიტინგის 56 პოზიციაზეა

10 თებ 2026

მსოფლიო კორუფციის აღქმის ინდექსი გამოქვეყნდა - ინდექსი 182 ქვეყანაში ტარდება.

ინდექსის თანახმად, საქართველო 56 პოზიციაზეა. ქვეყნები 100 ბალიანი სისტემით ფასდება, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია.

ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 7 ქვეყანას. პირველ ადგილზეა კანდიდატ ქვეყნებს შორის, ასევე უსწრებს ნატოს წევრ 10 სახელმწიფოს.

რეიტინგში პირველ პოზიციაზე 89 ქულით დანიაა, ბოლოზე კი სამხრეთ სუდანი.

კვლევის თანახმად, 2025 წლის "კორუფციის აღქმის ინდექსი" (CPI) აჩვენებს, რომ კორუფცია კვლავ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიოს ყველა ნაწილში.