ტექნიკური უნივერსიტეტის საკითხთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროში სპეციალური ჯგუფი ხვალიდან დაიწყებს მუშაობას

09 თებ 2026

მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კონკრეტული მიმართულებები, რომლებიც სამეცნიერო-ტექნიკურ მიმართულებებს არ წარმოადგენენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გადავლენ მილევად რეჟიმზე, მათზე არ მოხდება რეფორმის კონცეფციიდან და მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე მომავალი სასწავლო წლისთვის მიღების პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხვალიდან მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით სამინისტროში ფუნქციონირებას დაიწყებს სპეციალური სამუშაო ჯგუფი.

„ამ ჯგუფში უნივერსიტეტის წარმომადგენლები იქნებიან მაქსიმალურად წარმოდგენილი და მისი მიზანი იქნება მილევადი რეჟიმის ისე განხორციელება და შესაბამისი პროგრამების განსაზღვრა, რომ საბოლოო ჯამში ეს პროცესი იყოს იმ მიზნების შესაბამისი, რაც არის კონცეფციით განსაზღვრული. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აკადემიური პერსონალის მოცემულობას. ამ სამუშაო ჯგუფის ფორმატში ჩვენ ვნახავთ, რა რესურსებია, რასთან მიმართებაში დაგვჭირდება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ თითოეული ის ადამიანი, რომელიც არის დასაქმებული და სწორედ ამ სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი მიზანი, გარდა პროგრამების დადარებისა, ასევე ერთ-ერთი მთავარი მიზანი რჩება აკადემიური პერსონალის შენარჩუნება და ამ რესურსების სწორად გადანაწილება. თითოეული ადამიანის მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იქნება“, - განაცხადა მიქანაძემ.

გარდა ამისა, მინისტრი აღნიშნავს, რომ მაქსიმალური გაკეთდება, რათა უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის შენარჩუნდეს.

"მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კონკრეტული მიმართულებები, რომელიც საინჟინრო- ტექნიკურ მიმართულებებს არ წარმოადგენენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გადავლენ მილევად რეჟიმში. რეფორმის კონცეფციიდან და მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, მომავალი სასწავლო წლისთვის მიღება აღარ მოხდება.

იმისთვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად ეფექტიანად წარიმართოს, ხვალიდან, მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით, სამინისტროში ფუნქციონირებას დაიწყებს სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც უნივერსიტეტის წარმოიდგინება იქნებიან მაქსიმალურად წარმოდგენილი.

სამუშაო ჯგუფის მიზანი იქნება მილევადი რეჟიმის განხორციელება და შესაბამისი პროგრამების განსაზღვრა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ეს პროცესი იყოს იმ მიზნების შესაბამისი , რაც არის კონცეფციით განსაზღვრული, იმ ორიენტირზე იყოს ეს გაკეთებული, რაც ხარისხის ამაღლებას ემსახურება.

აქვე მინდა ვთქვა, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აკადემიური პერსონალის მოცემულობას. სწორედ ამ სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ჩვენ ვნახავთ რა რესურსები არის, რა რესურსებთან მიმართებაში დაგვჭირდება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება, იქიდან გამომდინარე, რომ ფაკულტეტები მილევად რეჟიმში არიან.

პროგრამების დადარების გარდა, გარდა იმის, რომ მილევად რეჟიმში მოხდეს სწორი და ეფექტიანი გადაყვანა, ერთ-ერთ მთავარი მიზანი რჩება აკადემიური პერსონალის მაქსიმალურად შენარჩუნება და ამ რეფორმიდან გამომდინარე, მათი სწორად გადანაწილება, რაც ორიენტირი არის, იმ განაცხადზე, რომლითაც ჩვენ ვამბობდით, რომ თითოეული ადამიანი ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის და თითოეული ადამიანის მხარდაჭერა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნება", - განაცხადა გივი მიქანაძემ.