09 თებ 2026
აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა საქართველოს პარლამენტმა. საკანონმდებლო პაკეტი სამ კანონპროექტს მოიცავს.
ცვლილება შედის საჯარო სამსახურისა და შრომის ანაზღაურების შესახებ კანონებში, ასევე კანონპროექტის მიღების შემდეგ იცვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ჩანაწერი, რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ეხება.
ცვლილებები გასულ წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციამ განაპირობა, რომლის შემდეგაც უწყება ორ სხვადასხვა, დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდა.
დღეს საკანონმდებლო ინიციატივა განათლების კომიტეტზე განიხილეს, მომდევნო კვირას კი დაგეგმილია ინიციატივის პლენალურ სხდომაზე, პირველი მოსმენით განხილვა.