09 თებ 2026
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული კვლევა პოლიტიკური განხილვის საგანია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს არის დასტური, რომ აუცილებელია საქართველოსთან მნიშვნელოვან საკითხებზე ორმხრივი დიალოგი. ოპოზიციაში კი შუა დერეფნის განვითარებაზე საუბრობენ.
ევროკომისიის 2026 წლის კვლევა საქართველოს უალტერნატივო სტრატეგიულ დერეფნად აღიარებს, რომელიც ევროკავშირს ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს. დოკუმენტში შუა დერეფნის განვითარების პრიორიტეტები დეტალურადაა გაწერილი.
კვლევის თანახმად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სტრატეგიულ პრიორიტეტად არის დასახელებული ევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოების ფარგლებში. ასევე აქცენტი კეთდება მის სრულ ინტეგრაციაზე სარკინიგზო და საგზაო მაგისტრალებთან.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ პორტი, რომელსაც ჩინური კონსორციუმი აშენებს, გახდება შავი ზღვის რეგიონის უმსხვილესი სატრანსპორტო კვანძი და მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს როლს საერთაშორისო ვაჭრობაში.