09 თებ 2026
ვენესუელელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ციხიდან გათავისუფლებიდან სულ რამდენიმე საათში გაიტაცეს - განაცხადა მისმა შვილმა. ოპოზიციის ლიდერის ნობელის პრემიის ლაურეატის მარია კორინა მაჩადოს ახლო მოკავშირე, ხუან პაბლო გუანიპა, კვირას, რვა თვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.
მისი გათავისუფლება ვენესუელის მთავრობის მიერ ამნისტიის შესახებ კანონის მიღებისა და მეტი პატიმრის გათავისუფლების დაპირებას მოჰყვა.
გუანიპას შვილმა, რამონ გუანიპამ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, რომ მამამისს 10-მა კარგად შეიარაღებულმა, უცნობმა მამაკაცმა ჩასაფრება მოუწყო, რომლებსაც მან „ოფიციალური პირები“ უწოდა.