ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის შემდეგ პსჟ-ს გოლით დაუბრუნდა 

09 თებ 2026

ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის შემდეგ პსჟ-ს გოლით დაუბრუნდა და „მარსელთან“ ლიგა 1-ის შეხვედრის დამაჯერებლად მოგებაში თავისი როლი ითამაშა. პარისერჟენმენმა საერთო ჯამში მეტოქე ანგარიშით 5-0 დაამარცხა. 

ლიგა 1-ში გამართული 21 ტურის შემდეგ პსჟ-მა 51 ქულა დააგროვა,  კონკურენტ „ლანსს“ 2 ქულით გადაასწრო და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა.

მომდევნო შეხვედრას საფრანგეთის ჩემპიონატში ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი 13 თებერვალს რენის წინააღმდეგ გამართავს.