სანდრო მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი  „ინდიანასთან"

09 თებ 2026

სანდრო მამუკელაშვილისტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის  წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „ინდიანასთან“ გამართა და 122:104 გაიმარჯვა. 

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 21 წუთი მიიღო და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო – მან თავის გუნდს 17 ქულა, 4 მოხსნა, ერთი ჩაჭრა და ერთი შედეგიანი გადაცემა შესძინა.

მამუკელაშვილმა სამი სამქულიანი, სამი ორქულიანი და ორი საჯარიმო გამოიყენა. „ტორონტოს“ შემადგენლობაში ქართველ მოთამაშეზე მეტი ქულა მხოლოდ ორმა კალათბურთელმა ჩააგდო.  მამუკელაშვილისტორონტო“ 32 მოგებითა და 22 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა.