ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ამერიკელი სამთხო მოთხილამურე დაშავდა

09 თებ 2026

ამერიკელი სამთხო მოთხილამურე, ოლიმპიური ჩემპიონი ლინდსი ვონი მილანსა და კორტინაში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე სწრაფდაშვებისას მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

41 წლის ამერიკელი სპორტსმენი ოლიმპიადაზე ტრავმირებული ასპარეზობდა. მან მუხლი მძიმედ დაიზიანა იანვარში, შვეიცარიაში, სუპერგიგანტზე გამოსვლისას. თავისთვის ბოლო ოლიმპიადაზე ვონი დაშვებიდან რამდენიმე წამში დროშას გამოედო და ჰაერში რამდენიმე ბრუნის შემდეგ დაეცა. 

ამერიკელი სპორტსმენი ოლიმპიური ჩემპიონი 2010 წელს ვანკუვერში გახდა.