09 თებ 2026
ვენესუელის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხუან პაბლო გუანიპა და ხესუს არმასი კარაკასის მოედანზე მხარდამჭერებთან ერთად შეიკრიბნენ, მას შემდეგ, რაც ისინი 30-ზე მეტ სხვა პოლიტპატიმართან ერთად ციხიდან გაათავისუფლეს.
უფლებამდამცველთა ჯგუფმა ფორო-პენალმა განაცხადა, რომ კვირას დაახლოებით 30 პოლიტიკურმა პატიმარმა დატოვა საპყრობილე.
ორგანიზაციამ ადრე დაადასტურა, რომ 383 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ვენესუელის მთავრობამ 8 იანვარს გამოაცხადა, რომ გათავისუფლებების ახალ სერიას დაიწყებდა.
ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ კარაკასში მდებარე ცნობილი ჰელიკოიდის დაკავების ცენტრი, რომელსაც უფლებამდამცელთა ჯგუფები დიდი ხანია პატიმრების მიმართ ძალადობის ადგილად მიიჩნევენ, დედაქალაქში სპორტისა და სოციალური მომსახურების ცენტრად გადაკეთდება.