ტრიპოლიში სახლების ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებენ

09 თებ 2026

ლიბანის ქალაქ ტრიპოლიში ორი შენობის ჩამონგრევის შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა, განაცხადა მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარემ.

ტრიპოლიში გამართულ პრესკონფერენციაზე აბდელ ჰამიდ კარიმემ ასევე განაცხადა, რომ ნანგრევების ქვეშ კიდევ ბევრი ადამიანია მოყოლილი, თუმცა მათი რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

ლიბანის ეროვნული საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, მაშველებმა და ადგილობრივებმა ტრიპოლის ბაბ ალ-ტაბანეს რაიონში ნანგრევებიდან სამი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს. ადგილზე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული გადარჩენილების მოსაძებნად.