09 თებ 2026
უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსული დრონების მასშტაბური თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა. ოლეჰ კიპერმა ტელეგრამზე დაწერა, რომ ოდესის პრიმორსკის რაიონში დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
წინასწარი მონაცემებით, საცხოვრებელი კორპუსების 21 ბინა დაზიანდა.
აფეთქების ტალღამ ბინებში ფანჯრები ჩაამსხვრია, დაიწვა ორი ავტომობილი. ერთი დრონი მაღალსართულიანი შენობის სახურავს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია. დაზიანდა გაზსადენი.