ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის განადგურება  და მუქარა — დაკავებულია ორი პირი

09 თებ 2026

სამართალდამცველებმა კიდევ ორი პირი დააკავეს, ამჯერად ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის განადგურებისა და მუქარის ფაქტზე.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული კონფლიქტის ნიადაგზე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს და მის ოჯახის წევრებს.  

აღნიშნული კონფლიქტის შესახებ ცნობილი გახდა მეორე დაკავებულისთვის, რომელმაც  ავტომანქანის დაზიანება განიზრახა, ცეცხლი წაუკიდა.

დანაშაული  6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.