საქართველო-აშშ-ს ურთიერთობა - შეფასებები

09 თებ 2026

საქართველო ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვა მთავრობისთვის ისევ მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხია. ამჯერად ამ თემაზე საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა, რომელმაც ხაზი გაუსვა აშშ-ს წინა ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოში პოლიტიკური ამინდის შეცვლის მცდელობაზე.

თქვა, რომ იმ ნეგატივის გაანალიზებას და გაწმენდას, რომელიც აშშ-ს წინა ადმინისტრაციამ დატოვა დრო სჭირდება, იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობები.

„ამ ეტაპისთვის ყველამ იცის ჩვენი გზავნილი, რომ გვინდა ნორმალური, ჯანსაღი ურთიერთობების წარმოება“ - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.