09 თებ 2026
საქართველოს ნაკრებმა ფიგურული ციგურაობის გუნდურ ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავა. საკვალიფიკაციო და ფინალური ეტაპების შედეგად ქართველმა სპორტსმენებმა 56 ქულა დააგროვეს. საქართველომ გუნდური ტურნირის ფინალში ისტორიაში პირველად იასპარეზა.
გუნდური ტურნირის გამარჯვებული აშშ-ს ნაკრები გახდა, ვერცხლი იაპონიამ მოიპოვა, ბრინჯაოს კი იტალიის ნაკრები დასჯერდა. საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედლამდე 4 ქულა დააკლდა.
დღეს ოლიმპიადაზე ფიგურულ სრიალში ინდივიდუალური ასპარეზობები დაიწყება. საქართველოს ნაკრებიდან პირველს ყინულზე რიტმული ცეკვით დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილს ვიხილავთ. ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.