პარლამენტში სამომხმარებლო ფასების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას იწყებს

09 თებ 2026

საქართველოს პარლამენტში სამომხმარებლო ფასების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას იწყებს. ცნობილია, რომ 14 წევრიანი კომისიის წევრები მოუსმენენ ქსელური მარკეტების, იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიების, ასევე ფარმაცევტული და ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს.

კომისია ორი თვის განმავლოაბში იმუშავებს. საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ კომისია დაადგენს მაღალი ფასების გამომწვევ მიზეზს, ოპოზიცია კი ხელისუფლების გადაწყვეტილებას პოპულისტურს უწოდებს.