08 თებ 2026
პირველად ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდური ტურნირის ფინალში იასპარეზებს.. ფინალურ ეტაპზე უკვე იასპარეზა დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა — თავისუფალ ცეკვაში მათ 117 მთელი და 82 მეასედი ქულა აიღეს. თავისუფალი პროგრამით ოლიმპიურ ყინულზე გამოვლენ ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, დღესვე გუნდურ ტურნირში საკუთარ სიტყვას იტყვიან ნიკა ეგაძე და ანასტასია გუბანოვა.