სამომხმარებლო ფასების რეგულირება

08 თებ 2026

ფასების რეგულირების საკითხზე საპარლამენტო კომისია მუშაობას განაგრძობს. მომავალი კვირიდან პარლამენტში სამუშაო რეჟიმში სხდომები გაიმართება. კომისიის მიზანი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების ზრდის საკითხის შესწავლაა. პარლამენტის პარალელურად აგრძელებს მუშაობას სამთავრობო კომისიაც.