08 თებ 2026
იაპონიის საპარლამენტო არჩევნებში ეგზიტპოლის მიხედვით პრემიერ-მინისტრის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია ლიდერობს. გავრცელებული ინფორმაციით, სანაე ტაკაიჩის პარტიამ შესაძლოა 300-ზე მეტი ადგილი მოიპოვოს, რაც 1996 წლის შემდეგ „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიისთვის“ საუკეთესო შედეგი იქნება. უმრავლესობისთვის 233 ადგილია საჭირო. ამასთან, წინასწარი მონაცემებით, „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“ კოალიციურ პარტნიორთან, „იაპონიის ინოვაციების პარტიასთან“, ე.წ. „იშინისთან“ ერთად, ქვეყნის პარლამენტის 465 ადგილიან ქვედა პალატაში 366-მდე ადგილს მიიღებს.