განათლების რეფორმა

08 თებ 2026

განათლების რეფორმის გარშემო დისკუსია გრძელდება. განათლების სამინისტროსა და მთავრობაში აცხადებენ, რომ ცვლილებები აუცილებელი და გარდაუვალია. რაც შეეხება მსჯელობას - საკითხის განსახილველად ინიციატივის ავტორები მზად არიან. განათლების სამინისტროში გამართული შეხვედრაზე, რომელსაც თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, გადაწყდა, რომ შეიქმნება კოლეგიალური საბჭო, რომელშიც ორივე უნივერსიტეტი თანაბრად იქნება წარმოდგენილი. საბჭო უმაღლესი სასწავლებლების შერწყმის პროცესს გაუწევს კოორდინაციას, განათლების მინისტრი კი ვარაუდობს, რომ გაერთიანება ეტაპობრივად - კოლეგიური მმართველობის პრინციპით წარიმართება და დაახლოებით ორ წელიწადს გაგრძელდება.