08 თებ 2026
ევროსაბჭოს დოკუმენტი კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. „ქართული ოცნების“ გუნდი მზად არის უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით ევროსაბჭოს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. გავრცელებული ინფორმაციით, მანიპულირებისა და ჩარევის შესახებ ინფორმაციის გაზიარების თხოვნით, წევრ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, საბჭომ მიმართვები გაუგზავნა. საბჭო ისეთ საკითხებს იკვლევს, როგორებიცაა დეზინფორმაცია, მედიის კონცენტრაცია და მიტაცება, მედიის თავისუფლება, ორგანიზებული დანაშაული, კიბერდანაშაული და კორუფცია. საუბარია ასევე, არჩევნებში ჩარევასა და დემოკრატიულ და საინფორმაციო წიგნიერებაზე.