08 თებ 2026
ისრაელის პრემიერ -მინისტრი 11 თებერვალს დონალდ ტრამპს შეხვდება. ლიდერებს შორის შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართება, რომლის მთავარი თემა ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებები იქნება. საუბრის თემის შესახებ ინფორმაციას ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს. უწყების განცხადებით, პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ნებისმიერმა მოლაპარაკებამ უნდა მოიცვას ბალისტიკური რაკეტების შეზღუდვები და ირანული ღერძის მხარდაჭერის შეწყვეტა. ცნობისთვის 6 თებერვალს ირანელმა და ამერიკელმა წარმომადგენლებმა ომანის დედაქალაქ მასკატში მოლაპარაკებები გამართეს ბირთვული პროგრამის საკითხზე.