08 თებ 2026
უკრაინის პრეზიდენტმა სანქციები დაუწესა იმ კომპანიებს, რომლებიც რუსეთისთვის გადასაცემად დრონებისა და რაკეტების კომპონენტებს ამზადებენ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ შაბათს ღამით რუსეთმა უკრაინაზე კიდევ ერთი მასშტაბური თავდასხმა განახორციელა, რისთვისაც 400-ზე მეტი დრონი და სხვადასხვა ტიპის 40-მდე რაკეტა გამოიყენა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ შეიარაღების წარმოება შეუძლებელია უცხოური კრიტიკული კომპონენტების გარეშე, რომელთა მოპოვებასაც რუსები სანქციების მიუხედავად მაინც აგრძელებენ. ზელენსკის თქმით, დამატებითი სანქციები დააწესა რუსეთის ფინანსური სექტორის წინააღმდეგ.
ასევე, სანქციები დაწესდა იმ სააგენტოების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის კრიპტო ბაზარსა და მაინინგის ოპერაციებს მხარს უჭერენ. აღნიშნული გადაწყვეტილებების ნაწილი ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში შევა, რომელიც დასკვნით ეტაპზეა.